წყალი

წყალი
ერთი ოთხთა კავშირთაგანი, ნოტიო, გრილი და ადჳლად დასათხეველი (ნახე სტიხიოსთან) (დაბად. 1, 2 და შემდგომი; ფსალ. 1, 3), вода. სახენი ამისნი არიან: წყარო არს გამომდინარე სათავიდამ, მიწისა ანუ მთათა შინა; ფშანი მდინარეთ მახლობელ გამომდინარე, რომელიცა მუნითვე გამოიწურების; ვეძა წყარო მლაშე, ხოლო ფრე ჭათა, ჯურღმულთა და ლაკვთა შინა გამომდინარე და მუნვე მდგომი; ღრუდო ჯურღმულთა შინა ერთი მეორიდამ გატანილი წყალი; რა წყარონი შეჰკრბებიან და ჩაივლიან, ეწოდების ხევი და რა ხევები შეჰკრბებიან, შეიქმნების მდინარე. ზოგი ხევი დაშრება უწვიმობისგან და წვიმის დროს მოვარდნილს წყალს ეწოდება ღუარი და ნიაღვარი; გამდნარის თოვლის ღუარს - ლანჩქერი და სეტყჳსას - ლეშტერი. სადა ხევი გინა მდინარე მაღლით კლდესა ზედა გარდმოსდის, ჰქვიან გადმომჩქერვალე და დაბალთა კლდეთა ზედა ჩანჩქერი; სადა მდინარე ღრმად და მდოვრედ სდის, ეწოდება ლუბრმა და უფსკრული, გინა უძირო; მდოვრესა და არა ფრიად ღრმასა - მონიო და შნდო; მდინარეთ განსავალსა ცხენით ანუ ქვეითად - ფონი; სადა თხლად მდინარებს, რომელს სჩანს ქვიშა - თავთხელი, ვრაქია, კბოდოვანი და მეჩეჩი; მდინარედ კიდეს რაოდენზე განზედ ღრმად შესრული წყალი რა ტრიალებდეს - მორევი; რა ჩანჩქერი ღრმად ჩაიჭრება და ამოდუღვით ამოიჭრება, მცირეს ეწოდება გოჩქოჩანა და დიდს ზვირთი; სადა მონიო ჩაიღულარჭნება - ჭევლი; სადა მდინარე განიყოფება ნაწილებად და საშუალ მათსა დაშთებიან კუნძულნი, მას თჳთოეულ ნაწილს ჰქვიან ტოტი, შტო, დილაჯი და ნაკადული; ხელოვნებით გატანილს ტოტსა მინდორთ სარწყავად, ანუ წისქვილთ საბრუნებლად - რუ და რუსხმული; სადა მრავალნი მდინარენი დასრულდებიან, მუნ შესაკრებელსა მათსა ეწოდება ზღუა; სადა ზღუა დავიწროვდება, ანუ ორნი ზღუანი ურთიერთსა შეერთდებიან ვიწროითა გარდასადინებელითა, ეწოდება სრუტი, სორეტი, ხოლო დიდი ზღუა, გარემომცველი ხმელეთისა, არს უკიანე; ზღუათა და უკიანეთა ქარისაგან აღძრუასა ეწოდება ღელვა და ფურთუნი; ღელჳსგან აღმავალთა და ქვედაცემულთა მთათა წყლისათა - ზვირთი; ზღჳს ნაწილთა გრძლად შესრულთა ხმელად ეწოდება ტოტი ანუ წიაღი; ზღჳს კიდის ადგილთა, სადა ხომალდთა ძალუძს დგომა უშიშრად ღელჳსაგან, ეწოდება ნავთსადგური და ბერძულად ლიმენა; ზღუათა და მდინარეთა კიდეთ წყალი რა ეკვეთებოდეს ქარისგან სა აშხაპუნებდეს - ტალღა და ღადო; მცირეთა მდინარეთა შესაკრებელსა, რომელსა არა აქუს შეერთება ზღუათა თანა - ტბა, ცუდსა და მცირესა - ტბორე; ლელწამთა და ჯაგნართა ძირსა ქვეშე მდგომთა წყალსა - ჭაობი და ჭანჭრობი, ხოლო უმცირესსა ერთს ადგილს მდგომსა - გუბე (სხუანი სახენი ჰაერით შთამოსრულთა წყალთანი, ზაფხულ ანუ ზამთარ, იხილენ ლექსთა თანა: წვიმა, თოვლი და ყინული).

Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "წყალი" в других словарях:

  • Georgian language — language name=Georgian nativename= ka. ქართული Kartuli familycolor=Caucasian states=Georgia, Iran, Azerbaijan, Turkey, Russia speakers=4.1 million [Encyclopedia of the Languages of Europe By Glanville Price] fam1=South Caucasian script=Georgian… …   Wikipedia

  • The Passenger (song) — Song infobox Name = The Passenger Caption = Type = Artist = Iggy Pop alt Artist = Album = Lust for Life Published = Released = 1977 track no = 4 Recorded = 1977 Genre = Rock, Punk Length = 4:44 Writer = Iggy Pop Ricky Gardiner Composer = Label =… …   Wikipedia

  • Géorgien (liste Swadesh) — Liste Swadesh du géorgien Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste Swadesh Du Géorgien — Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste Swadesh du georgien — Liste Swadesh du géorgien Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste Swadesh du géorgien — Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Liste swadesh du géorgien — Liste Swadesh de 207 mots en français et en géorgien, accompagnée de la transcription en caractères latins et de la prononciation en alphabet phonétique international. Sommaire 1 Présentation 2 Liste 3 Voir aussi …   Wikipédia en Français

  • Осман Нури Топбаш — Род деятельности: Муршид Дата рождения: 1942 год(1942) Место рождения: Стам …   Википедия

  • აბრაჰამ მასლოუს კონცეფცია — პოპულარული ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს კონცეფცია, რომელმაც მოგვცა ადამიანის მოთხოვნილებების შემდეგი კლასიფიკაცია: 1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები საკვები, წყალი, ჩასაცმელი, შთამომავლობის გაგრძელება. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება,… …   Georgian encyclopedia

  • აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი — ცენტრი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი მთავარი ამოცანაა აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება და პროდუქციის შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული ლაბორატორიების ქსელის განვითარების ხელშეწყობა.… …   Georgian encyclopedia

  • ადმინისტრაციული მენეჯმენტის თეორია — შეიქმნა ანრი ფეიოლის მიერ. (Henri Fayol, 1841 1925). ადმინისტრაციულ თეორიაში ფეიოლის მთავარი წვლილი გადმოცემულია ნაშრომში „ზოგადი და ინდუსტრიული მენეჯმენტი“, სადაც მან პირველად განსაზღვრა მენეჯმენტის ფუნქცია ანუ როგორც თვითონვე უწოდა, „სამენეჯერო …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»